ქორწილის დღეს ტაანის საქმრო ტრაგიკულად დაეღუპება... მომაკვდავი მამის ბოლო სურვილის მიხედვით ის ცოლად მიჰყვება მის მოსწავლე სურინდერ საჰნის. მათ შორის არაფერია საერთო! ტაანისთვის ქმარი - უცნობია, რომელთანაც იძულებულია ერთ ჭერქვეშ იცხოვროს, სურინდერისთვის კი ტაანი - ისაა ვინც ერთი დანახვით შეუყვარდა. ის ოცნებობს მის სახეზე ღიმილი დააბრუნოს და იმედი აქვს რომ ქალი ოდესმე შეიყვარებს.